ქართული | English | Rусский
 
გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ვებ გვერდი ?
ძალიან მომწონს
მომწონს
არაუშავს
არ მომწონს
 

ფიტოსანიტარიული კონტროლი

ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესი განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე ფიტოსანიტარიულ პროცედურებს ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ

 

 

ფიტოსანიტარიული კონტროლის მიზანია:

საქართველოს ტერიტორიის დაცვა მცენარეთა და მცენარეული პროდუქტების მავნე ორგანიზმების შემოჭრისა და გავრცელებისაგან
საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების მიზნით წარსადგენი დოკუმენტებია:

  • ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი 
  • საჭიროების შემთხვევაში ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა

 

 

საქართველოში იმპორტისთვის გამიზნული საქონელი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ექვემდებარება:

  • დოკუმენტურ შემოწმებას;
  • იდენტურობის შემოწმებას;
  • მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლს;
  • ნიმუშის აღებას ადგილზე ინსპექტირებისათვის ან ლაბორატორიული ანალიზისათვის.

უფლებამოსილი პირის მიერ საქონლის მიმართ განხორციელებული ფიტოსანიტარიული პროცედურების შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება აისახება ,,სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის ჩატარების აქტში’’, რომელიც მოწმდება უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და პირადნომრიანი ბეჭდით.

ფიტოსანიტარიული კონტროლი არ ვრცელდება:

  • საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებსა და დიპლომატიური სტატუსის მქონე პირების პირად ნივთებზე, დიპლომატიურ ფოსტასა და საკონსულო ვალიზაზე. თუ არსებობს ინფორმაცია, რომ აღნიშნულ პირთა პირად ნივთებში გადაიტანება საკარანტინო ობიექტი, მაშინ კონტროლი ხორციელდება მხო-ლოდ ამავე პირთა ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების თანდასწრებით. საკონსულო ვალიზის შემთხვევაში უფლე-ბა-მოსილი პირის თანდასწრებით. საკონსულო ვალიზის გახსნაზე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებისა და დიპლომატიური სტატუსის მქონე პირების ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ უარის თქმის შემთხვევაში იგი უბრუნდება გამომგზავნს;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული დაუძლეველი ძალის პირობების დადგომისას დაუძლეველი ძალის პირობების შედეგების სალიკვიდაციოდ საქონლის გადაადგილებისას.
  • საქონელზე, რომელიც შემოიტანება (მათ შორის, საფოსტო გზავნილით) ნიმუშის სახით ან/და საგამოფენო მიზნებისათვის მცირე რაოდენობით და არ არის განკუთვნილი ადამიანის მოხმარებისათვის.
  • საფოსტო გზავნილით ან მგზავრის მიერ ბარგით და/ან ხელბარგით შემოტანილ (რომლის ღირებულება არ აღემატება 500 ლარს) საქონელზე

ძირითადი მარეგულირებელი ნორმატიული აქტები:

  • საქართველოს მთავრობის დადგენილება №429 2010 წლის 31 დეკემბერი
  • საქართველოს მთავრობის დადგენილება №426 2010 წლის 31 დეკემბერი
  • საქართველოს მთავრობის დადგენილება №427 2010 წლის 31 დეკემბერი
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2–9 2008 წლის 18 იანვარი

 

 

 

ვეტერინარული კონტროლი


ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესი განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე ვეტერინარული კონტროლის განხორციელების პროცედურებს ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ.

ვეტერინარული კონტროლის მიზანია:

  • ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა
  • მოსახლეობის დაცვა ცხოველებისა და ადამიანის საერთო სნეულებებისაგან
  • საქართველოს ტერიტორიის დაცვა სხვა ქვეყნებიდან ცხოველთა სნეულებების აღმძვრელების შემოტანისაგან

საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე წარსადგენი დოკუმენტებია:

  • ვეტერინარული სერტიფიკატი 
  • საჭიროების შემთხვევაში ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვაცოცხალი ცხოველების შემთხვევაში – დამატებით მარშრუტის გეგმა.

საქართველოში იმპორტისათვის გამიზნული საქონელი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ექვემდებარება:

  • დოკუმენტურ შემოწმებას;
  • იდენტურობის შემოწმებას;
  • ფიზიკურ შემოწმებას (ეჭვის საფუძველზე ან მონიტორინგის გეგმის თანახმად), ხოლო ცოცხალი ცხოველების შემთხვევაში – ცოცხალი ცხოველების კლინიკურ შემოწმებას.

 

მგზავრის მიერ არა უმეტეს 5 ერთეული შინაური ცხოველის შემოყვანა, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობისთვის, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

 

  • განხორციელებული უნდა იყოს კონკრეტული სახეობის შინაური ცხოველის შესაბამისი პრევენციული ვაქცინაცია ან დაავადების წინააღმდეგ მკურნალობა;
  • თან უნდა ახლდეს შინაური ცხოველის პასპორტი ან დაავადების მკურნალობის დამადასტურებელი დოკუმენტი.


უფლებამოსილი პირის მიერ საქონლის მიმართ განხორციელებული ვეტერინარული პროცედურების შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება აისახება ,,სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის ჩატარების აქტში’’, რომელიც მოწმდება უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და პირადნომრიანი ბეჭდით.

ვეტერინარული კონტროლი არ ვრცელდება:

  • საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებსა და დიპლომატიური სტატუსის მქონე პირების პირად ნივთებზე, დიპლომატიურ ფოსტასა და საკონსულო ვალიზაზე. თუ არსებობს ინფორმაცია, რომ აღნიშნულ პირთა პირადი ნივთებით გადაიტანება საქონელი, რომელიც შესაძლებელია წარმოადგენდეს რისკს ცხოველთა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის, მაშინ კონტროლი ხორციელდება მხოლოდ ამავე პირთა ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების თანდასწრებით. საკონსულო ვალიზას შემთხვევაში – უფლებამოსილი პირის თანდასწრებით. საკონსულო ვალიზის გახსნაზე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებისა და დიპლომატიური სტატუსის მქონე პირების ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ უარის თქმის შემთხვევაში – იგი უბრუნდება გამომგზავნს;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული დაუძლეველი ძალის პირობების დადგომისას დაუძლეველი ძალის პირობების შედეგების სალიკვიდაციოდ საქონლის გადაადგილებისას.
  • საფოსტო გზავნილით ან მგზავრის მიერ ბარგით და/ან ხელბარგით შემოტანილ საქონელზე

ძირითადი მარეგურილებელი ნორმატიული აქტები:

  • საქართველოს მთავრობის დადგენილება №429 2010 წლის 31 დეკემბერი
  • საქართველოს მთავრობის დადგენილება №426 2010 წლის 31 დეკემბერი
  • საქართველოს მთავრობის დადგენილება №430 2010 წლის 31 დეკემბერი
Design by SPAR.GE © 2024 ყველა უფლება დაცულია