ქართული | English | Rусский
 
გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ვებ გვერდი ?
ძალიან მომწონს
მომწონს
არაუშავს
არ მომწონს
 

ასოციაციას ჰყავს ნამდვილი, ასოცირებული და საპატიო წევრები. ასოციაციის წევრი შეიძლება გახდეს საავტომობილო გადაზიდვებით დაკავებული, საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობაში იხელმძღვანელებს ასოციაციის წესდებით, შეიტანს საწევრო შენატანებს და მონაწილეობას მიიღება ასოციაციის საქმიანობაში.

 

 

დებულება

 „TIR პროცედურაზე დაშვების წესის შესახებ“

"დამტკიცებულია" ასოციაციის საბჭოს გადაწყვეტილების მიერ  11.11.2011

ზოგადი დებულებები 

წინამდებარე დებულება „TIR პროცედურაზე საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში ჩართული  იურიდიული და ფიზიკური პირების (ინდივიდუალური მეწარმეების) დაშვების წესის შესახებ“, შემდგომში „დებულება“, შემუშავებულია ასოციაციის დებულების, ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვებში CARNET TIR -ის (14 ნოემბერს, 1975) გამოყენების შესახებ საბაჟო კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად და IRU-ს  2002 წლის 7 ნოემბერის დირექტივების შესრულების მიზნით, რომელიც ითვალისწინებს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებას, რომელიც უნდა სრულდებოდეს CARNET TIR-ის ყველა  მომხმარებლის მიერ.

წინამდებარე „დებულება“ ადგენს პირობებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ იურიდიული და ფიზიკური პირები TIR სისტემაში დაშვებისათვის და განმცხადებლის შემოწმების წესებს

  1.   ნებართვა TIR პროცედურაზე დაშვებაზე შეუძლიათ მიიღონ  იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა (ინდივიდუალურმა მეწარმეებმა),  რომელთა შექმნა და დარეგისტრირება ხდება სამეწარმეო სუბიექტების სახით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
  2.  წინამდებარე „დებულების“ დამტკიცების მომენტიდან საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში ჩართული იურიდიული და ფიზიკური პირების (ინდივიდუალური მეწარმეების) დაშვება TIR პროცედურაზე და CARNET TIR-ის გამოყენებაზე (შემდგომ -  TIR პროცედურაზე დაშვება) შეიძლება განხორციელდეს გადამზიდავის მიერ შემდეგი პირობების დაცვით:

  მყარი ფინანსური მდგომარეობა, რომელიც უზრუნველყოფს TIR 1975 წლის კონვენციით გათვალიწინებული გადამზიდავის მოვალეობების შესულებას;

გააჩნია კარგი რეპუტაცია;

მენეჯერს აქვს განათლება TIR პროცედურების გამოყენებით ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში, გააჩნია პროფესიული კომპეტენცია, რაც მოიცავს მინიმალურ ცოდნას ფინანსური და კომერციული ბიზნესის მართვის, ტექნიკური სტანდარტების და ექსპლუატაციის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, საწარმოების შესახებ კანონმდებლობის, სამოქალაქო უფლებების, სამუშაო, სოციალური და საგადასახადო კანონმდებლობის მართვის სფეროში;

უნდა ფლობდეს არაუმცირეს ერთ სატრანსპორტო საშუალებას;

TIR პროცედურაზე დაშვების მომენტამდე არაუმცირეს ერთი წლის განმავლობაში გადამზიდავს არ უნდა ჰქონდეს დარღვეული საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი ტვირთების გადაზიდვისას გადამზიდავის მოვალეობის შეუსრულებლობასთან დაკავშირებული საბაჟო კანონმდებლობა;

 

TIR პროცედურაზე დასაშვებად იურიდიული და ფიზიკური პირი ვალდებულის წარმოადგინოს ქვემოჩამოთვლილი  დოკუმენტაცია, რომელიც სისტემატურად უნდა განაახლოს მათში რაიმე ცვლილების ან დოკუმენტის მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში.

  • იურიდიული და ფიზიკური პირის განაცხადი/ანკეტა;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრის ამონაწერი;
  • მონაცემები საწარმოს დირექტორისა და დამფუძნებელი პარტნიორების შესახებ;
  • საწარმოს საბუღალტრო ბალანსი (ბოლო სამეურნეო წლის);
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებათა სია (ტექნიკური პასპორტის ასლები)
  •  შემოსავლების სამსახურის თანხმობა იურიდიული და ფიზიკური პირის TIR რეჟიმში დაშვებაზე
  • საბანკო ან სხვა სახის გარანტია TIR რეჟიმში დაშვების მოთხოვნათა შესაბამისად

 

იმ შემთხვევაში როცა განმცხადებელი აკმაყოფილებს მოთხოვნებს ხელი ეწერება საავტომობილო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირის (IRU)-ს მიერ დაწესებული  ფორმის დეკლარაცია- ვალდებულებას, რის შემდგომ ასოციაციამ უნდა მიანიჭოს  TIR მფლობელის საიდენტიფიკაციო ნომერი (ID), (შემდგომში მფლობელი საიდენტიფიკაციო კოდი). ეს რიცხვი უნდა იყოს შემდეგი სახით GEO/054/H ... X, სადაც ნაწილები გამოყოფილია ერთმანეთისგან, „/“, და აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

GEO   -       ქვეყანის სამ ასოიანი აბრევიატურა,   სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ISO)-ს კლასიფიკაციის  შესაბამისად;

054     -            ასოციაციის სამ ციფრიანი კოდი, რომელიც აძლევს  TIR-ის მფლობელს ავტორიზაციას IRU-ს კლასიფიკაციის მიხედვით;

X. .. X   -     რიგითი ნომერი, რომელიც ენიჭება  TIR -ის მფლობელს  TIR კონვენციის დანართი 9, ნაწილი 2-ის შესაბამისად;

მფლობელს საიდენტიფიკაციო ნომერი ენიჭება CARNET TIR-ის ასოციაციის

 

                მფლობელისთვის სტატუსის ჩამორთმევის საკითხს წყვეტს ასოციაციის პრეზიდენტი ან გენერალური მდივანი.

ზემოთაღნიშნული ზომები შეიძლება გასაჩივრდეს  საბჭოში, რის შემდეგაც მისი გადაწყვეტილება  საბოლოოდ  ითვლება. საჩივრის განხილვის პერიოდში ტირ კარნეტის მფლობელის უფლებები  შეჩერებულია.

Design by SPAR.GE © 2024 ყველა უფლება დაცულია