ქართული | English | Rусский
 
გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ვებ გვერდი ?
ძალიან მომწონს
მომწონს
არაუშავს
არ მომწონს
 

 გაფორმების ეკონომიკური ზონა (გეზ) - თბილისი;

✔ გაფორმების ეკონომიკური ზონა (გეზ) - ბათუმი;

✔ გაფორმების ეკონომიკური ზონა (გეზ) - ფოთი;

✔ გაფორმების ეკონომიკური ზონა (გეზ) - აეროპორტი;

✔ დოკუმენტური კონტროლისა და ოქროს სიის მონაწილის საქონლის გაფორმების განყოფილება;

✔ სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილება;

✔ თელავის განყოფილება;

✔ ახალციხის განყოფილება;

✔ ქუთაისის განყოფილება;

✔ რუსთავის განყოფილება.


„გაფორმების ეკონომიკური ზონა“ („გეზ“-ი) განთავსებულია თბილისში, ბათუმსა და ფოთში, აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით და ელექტრონული საშუალებებით, სპეციალურად დაგეგმარებული ავტოსადგომით ასეულობით სატვირთო ავტომანქანაზე.

საბაჟო დეკლარაციის შევსება, ტვირთის გაფორმება, დათვალიერება და ექსპერტიზის ჩატარება შესაძლებელია ასევე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებაში და რუსთავის, თელავის, ახალციხის, და ქუთაისის განყოფილებებში.

თქვენ შეგიძლიათ საქონელი მოაქციოთ შემდეგ სასაქონლო ოპერაციებში: იმპორტი, ექსპორტი, საწყობი, რეექსპორტი, დროებითი შემოტანა, საქონლის შიდა გადამუშავება, საქონლის გარე გადამუშავება და ტრანზიტი.

შესაძლებელია სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილებულ ტვირთებზე საბაჟო დეკლარაციის შევსება და გაფორმება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შეგიძლიათ გააფორმოთ ტვირთი ელექტრონულად, გაფორმების სამმართველოში მოუსვლელად შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე დოკუმენტების ატვირთვით და გადაიხადოთ მომსახურების საფასური თქვენთვის ხელსაყრელ დროსა და ადგილზე.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:


გეზ „თბილისი: +99532 2262810;+99532 2262811;
გეზ „აეროპორტი“:+99532 262774;
გეზ „ბათუმი“ +99532 2262755; +99532 2262756;
გეზ „ბათუმის პორტი“ +99532 2262819; 
გეზ „ფოთი“ +99532 2262858 
რუსთავი: +995 32 262111 
თელავი: +995 32 226 23 29 
ახალციხი: +995 32 226 21 28
ქუთაისი: +995 32 226 18 99 

 

სასაზღვრო საბაჟო გამშვები პუნქტები და საბაჟო კონტროლის ზონები 

 
 
 
 
 
 
 

 

საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა საბაჟო ორგანოების სამუშაოს დროს დაიშვება იმ ადგილებში, რომელიც წინასწარ არის განსაზღვრული (სამუშაო დღეებში 0900 სთ-დან 1800 სთ-მდე ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტში, გარდა „წითელი ხიდისა“, „სადახლოს“, „გარდაბნის“, „ახკერპის“, „გუგუთის“, „მტკვრის“, „ლაგოდეხის“, „სამთაწყაროს“, „ყაზბეგის“, „ვალეს“, „ნინოწიმინდის“, „თბილისის აეროპორტის“, „სარფის“, „ბათუმის აეროპორტის“, „ქუთაისის აეროპორტის“, „სენაკის აეროპორტის“, „ბათუმის პორტის“ და „ფოთის პორტისა“, სადაც სამუშაო დრო განსაზღვრულია 24 სთ-ით). სხვა ადგილებში ან საბაჟო ორგანოების არასამუშაო დროს საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით საზღვრის გადაკვეთა დასაშვებია საბაჟო დეპარტამენტთან წერილობითი შეთანხმებით.

 

 

 

საქართველო-სომხეთის საბაჟო გამშვები პუნქტების ნუსხა


საბაჟო პუნქტების დასახელება
საქართველოში

საბაჟო პუნქტების დასახელება
სომხეთში

კონტროლის ობიექტი

გამშვები საბაჟო პუნქტის კატეგორია

1

ნინოწმინდა

ბავრა

ტვირთებისა და მგზავრთა ყველა კატეგორია

საავტომობილო

2

გუგუთი

გოგარანი

ტვირთებისა და მგზავრთა ყველა კატეგორია

საავტომობილო

3

ახკერპი

პრივოლნოე

ტვირთებისა და მგზავრთა ყველა კატეგორია

საავტომობილო

4

სადახლო

აირუმი

ტვირთებისა და მგზავრთა ყველა კატეგორია

სარკინიგზო

5

სადახლო

ბაგრატაშენი

ტვირთებისა და მგზავრთა ყველა კატეგორია

საავტომობილო

6

ახკერპი

ჯილიზა

ტვირთებისა და მგზავრთა ყველა კატეგორია

საავტომობილო

 

 

 

 

საქართველო-აზერბაიჯანის საბაჟო გამშვები პუნქტების ნუსხა


საბაჟო
პუნქტების
დასახელება
საქართველოში

საბაჟო
პუნქტების
დასახელება
აზერბაიჯანში

კონტროლის ობიექტი

გამშვები
საბაჟო
პუნქტის
კატეგორია

1

წითელი ხიდი

წითელი ხიდი

ტვირთებისა და მგზავრთა ყველა კატეგორია

საავტომობილო I კატეგორიის

2

მტკვარი

სადიხლი

ტვირთებისა და მგზავრთა ყველა კატეგორია

საავტომობილო

I კატეგორიის

3

ჯანდარა

ბეიუკ-კასიკ

ტვირთებისა და მგზავრთა ყველა კატეგორია

სარკინიგზო I კატეგორიის

4

ლაგოდეხი

ბელოქანი

ტვირთებისა და მგზავრთა ყველა კატეგორია

საავტომობილო I კატეგორიის

5

სამთაწყარო

მუღანლო

ტვირთებისა და მგზავრთა ყველა კატეგორია

საავტომობილო I კატეგორიის

6

უდაბნო

პოილუ

ტვირთებისა და მგზავრთა ყველა კატეგორია

საავტომობილო II კატეგორიის

7

ვაშლოვანი

სადახლი

მგზავრთა და ტრანსპორტის ყველა კატეგორია, გარდა ტვირთებისა

საავტომობილო II კატეგორიის

8

საათლო

ალმალი

მგზავრთა და ტრანსპორტის ყველა კატეგორია, გარდა ტვირთებისა

საავტომობილო II კატეგორიის

 

 

 

 

საქართველო-თურქეთის საბაჟო გამშვები პუნქტების ნუსხა

 

საბაჟო პუნქტების
დასახელებასაქართველოში

საბაჟო
პუნქტების
დასახელება
თურქეთში

კონტროლის
ობიექტი

გამშვები
საბაჟო
პუნქტის
კატეგორია

1.

სარფი

სარფი

ტვირთებისა და მგზავრთა ყველა კატეგორია

საავტომობილო

2.

ახალციხე

პოსოფი-თურქგოზუ

ტვირთებისა და მგზავრთა ყველა კატეგორია

საავტომობილო

 

 

 

 

საქართველო-რუსეთის საბაჟო გამშვები პუნქტების ნუსხა


საბაჟო პუნქტების
დასახელება საქართველოში

საბაჟო პუნქტების
დასახელება რუსეთის ფედერაციაში

კონტროლის ობიექტი

გამშვები საბაჟო პუნქტის კატეგორია

 

განთიადი

ადლერი

ტვირთებისა და მგზავრთა
ყველა კატეგორია

საავტომობილო

 

განთიადი

ადლერი

ტვირთებისა და მგზავრთა
ყველა კატეგორია

სარკინიგზო

 

როკი

ქვემო ზარამაგი

ტვირთებისა და მგზავრთა
ყველა კატეგორია

აავტომობილო

 

მამისონი

ქვემო ზარამაგი

ტვირთებისა და მგზავრთა
ყველა კატეგორია

საავტომობილო

 

ყაზბეგი

ზემო ლარსი

ტვირთებისა და მგზავრთა
ყველა კატეგორია

საავტომობილო

 

 

 

საბაჟო პროცედურების (საქონლის დათვალიერება, სინჯებისა და ნიმუშების აღება, დეკლარირება და ა.შ.) განხორციელების ადგილებად განსაზღვრულია:

საბაჟო საზღვრის გადაკვეთის ადგილებში საქონლის წარდგენასთან, დათვალიერებასთან, საბაჟო დოკუმენტების არსებობის დადგენასთან, ზოგად დეკლარირებასთან, საბაჟო კანონმდებლობის შესრულების მიზნით სხვა ქმედებების განხოციელებასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების ჩატარებისას - სასაზღვრო-საბაჟო გამშვები პუნქტები („წითელი ხიდი“, „სადახლო“, „გარდაბანი“, „ახკერპი“, „გუგუთი“, „მტკვარი“, „ლაგოდეხი“, „სამთაწყარო“, „ყაზბეგი“, „ვალე“, „ნინოწმინდა“, „თბილისის აეროპორტი“, „სარფი“, „ბათუმის აეროპორტი“, „ქუთაისის აეროპორტი“, „სენაკის აეროპორტი“, „ბათუმის პორტი“, „ფოთის პორტი“);

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Design by SPAR.GE © 2017 ყველა უფლება დაცულია