ქართული | English | Rусский
 
გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ვებ გვერდი ?
ძალიან მომწონს
მომწონს
არაუშავს
არ მომწონს
 

საქართველოს მოქალაქე:
საქართველოდან დროებით გადის და საქართველოში შემოდის საქართველოს პასპორტით ან საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობითა ან პასპორტის შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტებით, ხოლო სავიზო რეჟიმის შემთხვევაში დამატებით უნდა იქონიოს დანიშნულების ქვეყნის ვიზა

  • 16 წლამდე ბავშვი, აგრეთვე ქმედუუნარო პირი, საქართველოდან დროებით გადის საქართველოს პასპორტით და კანონიერი წარმომადგენლის თანხლებით (კანონიერი წარმომადგენლობა დადასტურებული უნდა იყოს დაბადების მოწმობის ან მისი შემცვლელი დოკუმენტის საფუძველზე) ან მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით
  • 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი, თუ იგი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, საქართველოდან დროებით გადის საქართველოს პასპორტით და მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენელის ნოტარიულად დამოწმებული ნებართვით - ქვეყნიდან გასვლის შესახებ.

 

უცხო ქვეყნის მოქალაქე:

  • უცხო ქვეყნის მოქალაქე არასრულწლოვანი (შესაბამისი სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით) პირები სახელმწიფო საზღვარს კვეთენ პასპორტის ან დაბადების მოწმობისა და მათი თანმხლები პირების საბუთებში ჩაწერის (ფოტო სურათით) საფუძველზე
  • უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელიც მიემგზავრება საქართველოდან სხვა ქვეყანაში, სახელმწიფოს საზღვარი უნდა გადაკვეთოს იმ საბუთებით, რომლებითაც შემოვიდა საქართველოში
  • უცხოელი, რომელსაც სასაზღვრო გამტარ პუნქტში ინსპექტირებისას უარი ეთქვა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის ნებართვის გაცემაზე, ექვემდებარება უკან დაბრუნებას

ვიზები:
საქართველოში შემოსასვლელად და 360 დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს:

 

შვეიცარიის კონფედერაციის

 

კანადა

ამერიკის შეერთებული შტატები

 

ლიხტენშტაინის სამთავროს

არაბთა გაერთიანებული საამიროების

 

სან-მარინოს რესპუბლიკის

ბრუნეი-დარუსალამის სახელმწიფოს

 

ავსტრალიის თანამეგობრობის

ტრინიდადის და ტობაგოს რესპუბლიკის

 

სინგაპურის რესპუბლიკის

სეიშელის კუნძულების რესპუბლიკის

 

ნორვეგიის სამეფოს

სენტ-კიტსის და ნევისის ფედერაციის

 

ისრაელის სახელმწიფოს

აღმოსავლეთი რესპუბლიკა ურუგვაის

 

მექსიკის შეერთებული შტატების

ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის

 

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის

წმინდა საყდრის (ვატიკანის)

 

კოსტა-რიკის რესპუბლიკის

საუდის არაბეთის სამეფოს

 

ახალი ზელანდიის

ბოსნია და ჰერცოგოვინას

 

ბაჰამის კუნძულების

ხორვატიის რესპუბლიკის

 

ანტიგუა და ბარბუდის

ბოტსვანის რესპუბლიკის

 

არგენტინის რესპუბლიკის

ტაილანდის სამეფოს

 

მალაიზიის ფედერაციის

ალბანეთის რესპუბლიკის

 

სერბეთის რესპუბლიკის

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები

 

ერაყის რესპუბლიკის

იაპონია

 

ანდორის სამთავროს

ისლანდიის რესპუბლიკის

 

ქუვეითის სახელმწიფოს

კორეის რესპუბლიკის

 

კატარის სახელმწიფოს

ბაჰრეინის სამეფოს

 

ომანის სასულთნოს

მონაკოს სამთავროს

 

ბელიზის

ჩილეს რესპუბლიკის

 

მავრიკის რესპუბლიკის

ბარბადოსის

 

პანამის რესპუბლიკის

მონტენეგროს

 

 

 

 

 

 

 

ავტოსატრანსპორტო საშუალებით საზღვრის გადაკვეთა :


ავტოსატრანსპორტო საშუალებით საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებთან ერთად, პირმა უნდა წარადგინოს:

იმ კატეგორიის მართვის უფლების მოწმობა, რომელ ავტოსატრანსპორტო საშუალებასაც მართავს

სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტი

ავტოსატრანსპორტო საშუალების პირის კანონიერ მფლობელობაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ აღნიშნული გარემოება არ დასტურდება სატრანსპურტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტით)

თუ უცხოელი საქართველოს ტერიტორიას დატოვებს მისი კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვიდან 10 დღის განმავლობაში, მას არ დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით ;

უცხოელს, რომელიც კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვიდან 10 დღის გასვლის შემდეგ იმყოფება საქართველოში და საკუთარი ნებით სურს ქვეყნიდან გასვლა, უფლება აქვს, დაუბრკოლებლად დატოვოს საქართველოს ტერიტორია. ამასთანავე, იგი ვალდებულია გადაიხადოს განსაზღვრული ოდენობის ჯარიმა ქვეყნიდან გასვლამდე ან გასვლის შემდეგ:

  • უცხოელის ყოფნა საქართველოში კანონიერი ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ 3 თვემდე პერიოდის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 180 ლარის ოდენობით
  • უცხოელის ყოფნა საქართველოში კანონიერი ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ 3 თვეზე მეტ ხანს გამოიწვევს დაჯარიმებას 360 ლარის ოდენობით
  • თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მასზე არ გაიცემა საქართველოს ვიზა და საქართველოში შემოსვლის ნებართვა მანამ, სანამ იგი არ აანაზღაურებს აღნიშნულ დავალიანებას
  • დაჯარიმებას არ ექვემდებარებიან თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირები

 

 

 ფიზიკური პირის მიერ  საზღვარზე საქონლის გადაადგილება


გადასახდელებისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ შემდეგი სახის პროდუქცია:

კალენდარულ დღეში ერთხელ 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის კვების პროდუქტების იმპორტი, მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში (კვების პროდუქტები უნდა შედიოდნენ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 02, 04, 06−12, 15−21 ჯგუფებში და 0302−0307, 2201−2202 სასაქონლო პოზიციებში, და არ უნდა იყვნენ განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის)

  • უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის 15 000 ლარამდე ღირებულების საქონელი (სატრანსპორტო საშუალების, აქციზური საქონლისა და კვების პროდუქტების გარდა);
  • საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას შემოტანილი საქონელი (მათ შორის, ავეჯი, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელი, ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალება);
  • ნებისმიერი ოდენობით ვალუტის საქართველოში შემოტანა და მისი გატანა თავისუფლდება გადასახდელებისაგან;

 

30 კალენდარულ დღეში ერთხელ 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი (საქონელი უნდა შედიოდეს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფებში და არ უნდა იყოს განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის)

საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში 3 000 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი (საქონელი უნდა შედიოდეს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფებში და არ უნდა იყოს განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის)

გადასახდელებისაგან აგრეთვე გათავისუფლებულია საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის  მათ შორის ფოსტის შემთხვევაში ერთი კალენდარული დღის, ხოლო სხვა შემთხვევაში – 30 კალენდარული დღის განმავლობაში:

  • 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი;
  • 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი

დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი:

  • ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონელი (ღირებულებისა და რაოდენობის მიუხედავად);
  • არაეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონელი, რომლის რაოდენობა ან/და ღირებულება არ შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ შეღავათებს;
  • იარაღი ან ასაფეთქებელი მასალა; ნარკოტიკული ან ფსიქოტროპიული ნივთიერება; ანტიკვარული ან ხელოვნების ნიმუში; მომწამვლელი ნივთიერება ან მედიკამენტი; მცენარე და ცხოველი (მათი ნაწილები ან მათგან მიღებული პროდუქცია); მაღალი სიხშირის რადიოელექტრონული მოწყობილობა ან კავშირგაბმულობის საშუალება; რადიოაქტიური მასალა. (მოცემულ საქონელზე მოითხოვება შესაბამისი სერტიფიკატი ან/და ნებართვა)
  • ნაღდი ფული (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკები და სხვა ფასიანი ქაღალდები, რომელთა ჯამური ნომინალური ღირებულება აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.

 

 

 

 

 

Design by SPAR.GE © 2024 ყველა უფლება დაცულია